სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

აგვისტოში რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო. მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ბაიერნი მესამე ადგილს ლივერპულთან იყოფს. კიდევ ერთი წარმატების შემთხვევაში მიუნხენელები მილანს დაეწევიან, რომელიც 7 ტიტულით მეორე ადგილზე იმყოფება (პირველზე რეალია - 13 ტიტული).

რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი ჯგუფური ეტაპის ზედიზედ 9 შეხვედრაში გაიტანა. ოთხშაბათს საღამოს კიდევ ერთი გოლის შემთხვევაში პოლონელი ახალ რეკორდს დაამყარებს.

ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში სერჟ გნაბრიმ მონაწილეობა ბაიერნის 11 გოლში მიიღო - ვინგერმა 9 ბურთი შეაგდო და 2 "ასისტი" მიითვალა. სისტემა გოლ+პასის მიხედვით უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლევანდოვსკის ჰქონდა - 20 (15 გოლი და 5 "ასისტი").

გასულ სეზონში ბაიერნი პირველი გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში ყველა მატჩი (11) მოიგო. ასევე რეკორდმაისტერს ყველაზე გრძელი სერია ეკუთვნის. უეფას სუპერთასთან ერთად ბაიერნს ევროთასებზე 12-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც კლუბის რეკორდს წარმოადგენს. უფრო გრძელი სერია ატლეტიკოს აქვს - 16 გამარჯვება (2011/12 წწ. ევროპალიგაზე და სუპერთასზე).

ჯგუფურ ეტაპზე ბაიერნი და ატლეტიკო ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან: 2016/17 წწ. გათამაშებაში გუნდებმა საშინაო შეხვედრები იდენტური ანგარიშით მოიგეს (1:0). საერთო ჯამში ევროთასებზე მიუნხენელებმა და მადრიდელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 6 მატჩი ჩაატარეს. ბაიერნმა 3 მოიგო, 2 წააგო და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა. ბურთები - 8:4. წარსულში ამ დუელში გუნდი საკუთარ კედლებში ჩატარებულ მატჩს ყოველთვის იგებდა. ერთადერთი ფრე 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში დაფიქსირდა (1:1).

წარსულში ჯგუფურ ეტაპებზე ბაიერნი ესპანურ გუნდებს 14-ჯერ შეხვდა: 8 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი. ბოლო წაგება რეკორდმაისტერმა ზუსტად ატლეტიკოსგან იწვნია (2016/17 წწ. სეზონში). საკუთარ კედლებში ბაიერნი 2002 წლიდან არ მარცხდება (დეპორტივო, 2:3).

ატლეტიკომ ჯგუფური ეტაპის გასვლითი 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მადრიდელებმა მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს (ფრე და 3 მარცხი) - 2019 წლის ოქტომბერში მოსკოვის ლოკომოტივთან (2:0).


20-10-2020