სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტედესკო: "მატჩის დიდი დროის განმავლობაში შანსებს ვინარჩუნებდით"

"ბაიერნის წინააღმდეგ თამაში რთულია. ამის მიუხედავად, მატჩის დიდი დროის განმავლობაში შანსებს ვინარჩუნებდით. მატჩის დასაწყისში გაშვებულ ბურთამდე გუნდი არამყარი იყო. მაგრამ შემდგომში ფინალურ სასტვენამდე ჩვენმა თამაშმა სტაბილურობა მოიპოვა", აღნიშნა დომენიკო ტედესკომ.

"უფრო ბევრის იმედი გვქონდა. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, ბურთს ხელში ხშირად ვიგდებდით, უფრო ბევრი დივიდენტის მიღება შეგვეძლო. მეორე ტაიმში საქმე გაგვირთულდა. ბურთის ართმევაში მოვიკოჭლებოდით, სახიფათო მომენტებს თითქმის არ ვქმნიდით. სამწუხაროდ, დამსახურებლად დავმარცხდით, მაგრამ ამავდროულად არც ისე ცუდი თამაში ვაჩვენეთ", დაამატა სებასტიან რუდიმ.

"ბაიერნი ბურთს წარმოუდგენლად კარგად ფლობს და მათგან სტანდარტებიდან ბურთის გაშვების უფლება არ გაქვს. ასეთი გოლებს გუნდoს თამაშში ბზარი შეაქვთ. გასულ მატჩში ბაიერნის ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასის ნიველირება შევძელით. მაგრამ სტანდარტების დროს ყურადღება გვმართებდა", დაასრულა რალფ ფერმანმა


23-09-2018