სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის თავისებური რეკორდი

შაბათის საღამოს შეხვედრაში ბილეფელდის წინააღმდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. ახლა პოლონელ თავდასხმელს მიმდინარე ჩემპიონატში ყველა მონაწილე გუნდისთვის ბურთი აქვს გატანილი, რაც თავისებური რეკორდია.

11 წლის განმავლობაში ბილეფელდი პირველ ბუნდესლიგაში არ ასპარეზობდა. აქედან გამომდინარე ლევანდოვსკისთვის ამ გუნდისთვის ბურთის გატანა შეუძლებელი იყო.

დუბლის გარდა პოლონელმა თავდასხმელმა ორი "ასისტი" მიითვალა. 4 ტურის შემდეგ ლევანდოვსკის 7 ბურთი აქვს გატანილი. ბომბარდირთა სიაში რობერტი, რა თქმა უნდა, პირველ საფეხურზე იმყოფება.


18-10-2020