სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლაიპციგის დევნას განაგრძობს

ბაიერნმა ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა. მიულერზე მშვენიერი გადაცემა ლევანდოვსკიმ შეასრულა, გამოცდილმა თომასმა ახლო მანძილიდან კარები დალაშქრა, 0:1!

მანამდე საჯარიმოში გნაბრი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა...

15' მიულერის კიდევ ერთ შანსი, მაგრამ მეკარემ ბილეფელდი გოლისგან იხსნა.

25' ლევანდოვსკიმ ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. საჯარიმო მოედნის ხაზიდან პოლონელმა ძლიერი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.


29' ლევანდოვსკის რთული თაური დარტყმა მეკარემ მოიგერია. ბაიერნს მესამე ბურთის გატანის რეალური შანსი ჰქონდა.


30' ბილეფელდს პირველი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო დუელში ნოიერმა ბაიერნი გადაარჩინა.

34' 30 მეტრიდან ძალიან კარგი დარტყმა ტოლისოს გამოუვიდა, მაგრამ ბილეფელდის მეკარემ გუნდი ისევ გადაარჩინა.

ტაიმის მიწურულს დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, 0:3! სიმართლე ვთქვათ, პოლონელს ბურთის გატანაში რიკოშეტი დაეხმარა.


47' ნოიერმა ბაიერნი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. ახლო დუელში კაპიტანმა თავდასხმელის დარტყმა კუთხურზე მოიგერია.


48' ბილეფელდის მეკარის არაზუსტი გადაცემის შემდეგ 100%-ანი შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

51' ლევანდოვსკის გადაცემის შემდეგ მიულერმა ბურთი კარებში გადააგზავნა. ამჯერად ხარიხა ბაიერნისკენ იყო, 0:4!

59' ბილეფელდმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:4. გოლი იაპონელმა დონმა მიითვალა.

76' მსაჯმა მინდვრიდან ტოლისო გააძევა. ნახევარმცველმა ბოლო იმედის ფოლი შეასრულა.

80' კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მარტინეზის თაური დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

მატჩის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა.
ბაიერნმა არმინია გაანადგურა.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რეკორდმაისტერი ატლეტიკოს უმასპინძლებს.


17-10-2020