სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"უვე ნოიჰაუზის ხელმძღვანელობით ბილეფელდმა კარგი სტრუქტურა მოიპოვა. მათ შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები გამოდიან. ძალიან საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ".

"დურენთან მატჩის შემდეგ ყველამ იხილა, რომ ახალგაზრდა გუნდის ფეხბურთელები როტაციისთვის გამოდგებიან. მაგრამ U23 ასაკობრივი გუნდის წინაზე სერიოზული ამოცანა დგას - მესამე ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გუნდის ახალწვეულებმაც კარგი თამაში აჩვენეს, მაგრამ ყველაფერი 100%-ით ჯერ ვერ გამოსდიოდათ. მშვენიერია, როდესაც მწვრთნელი ალტერნატივებს ფლობს".

"ჯამალ მუსიალას მსგავს ფეხბურთელებზე ზრუნვა გვმართებს. მუსიალა მშვენიერ ტექნიკას ფლობს. ერთი ერთზე სიტუაციებში მშვენივრად გამოიყურება. მან ფიზიკურად უნდა მოუმატოს. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ 17 წლისაა. ახალგაზრდა ფეხბურთელების რიცხვიდან ძირითად შემადგენლობასთან ყველაზე ახლოს იმყოფება".

"საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება და იდეების რეალიზაცია გვსურს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღწევი, როდესაც ყველა ფეხბურთელი 100%-ან მზადყოფნაში იმყოფება. თუ მოთამაშეს 100%-ით დახარჯვა არ შეუძლია, მაშინ მისი ადგილი სხვამ უნდა დაიკავოს".


16-10-2020