სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გასულ წლებში ბაიერნი ბილეფელდს 36-ჯერ შეხვდა. მიუნხენელებმა 27 გამარჯვება მოიპოვეს, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, 5 თამაში მეტოქემ მოიგო. ბურთები, 75:35.

რეკორდმაისტერის მოგებათა სერია ბილეფელდის წინააღმდეგ 5 მატჩს შეიცავს, საერთო ანგარიშით - 8:1. უკანასკნელი მარცხი ბაიერნმა ამ მეტოქესთან 14 წლის წინ ასევე მეოთხე ტურის შეხვედრაში განიცადა (1:2).

ბუნდესლიგაში დაბრუნებული გუნდების წინააღმდეგ ბაიერნს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. 43 გამართული მატჩიდან მიუნხენელებს მოგებული 40 აქვთ, 2 ფრე და მარცხი. ამ შეხვედრებში ბაიერნელებს 133 გატანილი ბურთი აქვთ (საშუალოდ, 3,1 გოლი ერთ მატჩში).

2020 კალენდარულ წელს, ბუნდესლიგის ფარგლებში, ბაიერნმა 67 ბურთი შეაგდო. უკანასკნელი 64 შეხვედრიდან რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა მეტოქის კარები მხოლოდ ორ მატჩში ვერ დალაშქრეს. საერთო ჯამში გერმანიის ჩემპიონს 189 გოლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან.

მიმდინარე წელს ბილეფელდს საკუთარ კედლებში ჯერ არ წაუგია - 8 მოგება და 2 ფრე. მოგებულ მატჩებში გუნდს ბურთი არ გაუშვია. ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ საშინაო შეხვედრაში ბილეფელდმა კიოლნი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.


16-10-2020