სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის მეორე რაუნდში გადავიდა

პირველ ნახევარში დურენმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის პირველი მომენტი მეხუთე ბუნდესლიგის გუნდმა შექმნა, მაგრამ ნუბელი ბურთს ადგილზე დახვდა. ბავარიული მანქანა ნელ-ნელა ამუშავდა. სახიფათო მომენტები მარტინეზს, კოსტას და ჩუპო მოტინგს ჰქონდათ. თავდასხმელმა სადებიუტო შეხვედრაში ბურთის გატანა შეძლო. შედეგიანი გადაცემა მას ზარმა გაუკეთა. შემდგომში მეტოქის მცველმა ჩუპო მოტინგი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა. თომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:2!

მეორე ნახევარში ბაიერნმა ტოტალური უპირატესობა მოიპოვა. მუსიალამ მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. ლამაზი გოლი ჩუპო-მოტინგმა შეაგდო. სადებიუტო შეხვედრაში თავდასხმელმა დუბლი და გუნდისთვის პენალტი მოიპოვა. მას შედეგიანი გადაცემა ისევ ზარმა შეასრულა. მატჩის მიწურულს კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მარტინეზის თაური დარტყმა ძელს მოხვდა.

გუნდის ხუთივე ახალწვეულმა კარგი თამაში აჩვენეს. მთლიანობაში ახალგაზრდა და ექსპერიმენტალური შემადგენლობა სავსებით სოლიდურად გამოიყურებოდა.


16-10-2020