სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

კლუბი დიურენი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, თასის გათამაშებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ბაიერნი ალიანც არენაზე თასის გათამაშების პირველი რაუნდის შეხვედრას პირველად ჩაატარებს.

მიუნხენური გრანდი თასის გათამაშებაში მონაწილეობას 62-ედ მიიღებს. წარსულში რეკორდმაისტერი პირველ რაუნდში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 1994 წლის აგვისტოში ვესტენბერგროიტთან (0:1).

თასის ფარგლებში ბაიერნის მოგებათა სერია უკვე 12 მატჩს შეიცავს. უფრო გრძელი სერია ისევ მიუნხენელებს ჰქონდათ - 15 შეხვედრა (2012-15 წწ.).

რეკორდმაისტერს წინა სეზონში ტიტულის დაცვის შემდეგ, მიმდინარე სეზონში უნიკალური რეკორდის დამყარება შეუძლიაა - გერმანიის თასის ზედიზედ სამჯერ მოგება.

წარსულში ბაიერნს კლუბ დიურენის წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია. მაგრამ 2011 წლის მაისში ამხანაგურ შეხვედრაში ამ მიწის ნაკრებს შეხვდა. სეზონის უკანასკნელი მატჩის მეორე დღეს ბაიერნმა დიურენის ნაკრებს ანგარიშით 4:3 მოუგო. დუბლი ტიმოშჩუკმა მიითვალა, თითო ბურთი გომესმა და ბადსტუბერმა გაიტანეს.


15-10-2020