სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე - ბარსელონა, დორტმუნდი თუ დურენი. ყოველი მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. რასაკვირველია, მხოლოდ მომდევნო რაუნდში გასვლაზე ვფიქრობთ. სანაკრებო ფეხბურთელების გარეშეც კარგი შემადგენლობა გვეყოლება".

"ხუთშაბათს საღამოს კარებს ალექს ნუბელი დაიცავს. მანუელ ნოიერი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა".

"ახალწვეულ ფეხბურთელებს ტაქტიკურად კარგი შესაძლებლობები გააჩნია. ჩემზე კარგი პირველი შთაბეჭდილება დატოვეს".

"როკასგან შესაძლებლობების 100%-ის დემონსტრირებას ველოდები. მას თამაშში ბალანსის შეტანა და ბურთზე კონტროლის გამწესება შეუძლია. მას ჩვენი სისტემის ადაპტირებასთან რაღაც დროის პერიოდი დასჭირდება. როკა ინგლისურ ენას მშვენივრად ფლობს და გერმანული ენის სწავლა დაიწყო. ვფიქრობ, რომ ინტეგრაციასთან პრობლემა არ ექნება. მინდორზე თავის თამაშს აჩვენებს".

"ხუთშაბათს საღამოს ზულე მინდორზე გამოვა, რადგანაც შვეიცარიასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ლევანდოვსკის ტრავმა სერიოზული არ არის. მატჩის შემდეგ მე მას ვესაუბრე".

"ტიაგუ დანტაშს თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი სათამაშო დროს მიიღებს. ეს მათთვის თავის წარმოჩენის შანსი იქნება".


14-10-2020