სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა მხოლოდ ქულა მოიპოვა

მატჩი სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს. შაქირის დარტყმა ნოიერმა კუთხურზე მოიგერია, რომლის ჩაწოდების შემდეგ გავრანოვიჩმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა, 0:1...

ბურთის მოშორების დროს ნოიერმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ხიფათი თვითონვე გაანეიტრალა.

საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ბურთი კარებს ასცდა.

ვერნერი მეკარესთან თითქმის ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ბურთი ვერ მოირგო და მომენტი გააცუდა.

თითქმის ეგრევე შვეიცარიამ კონტრშეტევა განახორციელა და მეორე ბურთი შეაგდო, 0:2...

მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. ახლა ბურთის გატანა უკვე ვერნერმა შეძლო, 1:2. თავდასხმელმა ზომერისგან შორეული კუთხე დალაშქრა.

გოსენსის ულამაზესი დარტყმა ზომერმა კუთხურზე მოიგერია.

კროოსის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა...

მეორე ნახევრის დებიუტში ჰავერცის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.


რამდენიმე წუთში ჰავერცმა თავისას მიაღწია. ნახევარმცველის რეიდი გოლით დასრულდა. კაიმ ზომერისგან შორეული კუთხე დალაშქრა, 2:2!

მაგრამ შემდეგ შეტევაში მეტოქემ მესამე ბურთი გაიტანა... 2:3... დუბლი გავრანოვიჩმა შეასრულა.

სამ წუთში გნაბრიმ ულამაზესი ბურთი ქუსლით გაიტანა, 3:3! გადაცემა მას ვერნერმა გაუკეთა.

საჯარიმო დარტყმიდან კროოსმა გაისროლა, ოდნავ არაზუსტად.

დრაქსლერის დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეს გარე მხრიდან ხვდება.

ნაკრებმა მხოლოდ ქულა მოიპოვა, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა. ნოემბერში მანშაფტი ორ უმნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს - უკრაინის და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ




14-10-2020