სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩუპო მოტინგის კომენტარები პრეზენტაციიდან

"ბაიერნი გერმანიის უდიდესი კლუბია. ამ გუნდში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება. გერმანიაში დაბრუნება მსურდა. მე ხომ ჰამბურგიდან გახლავართ. ახლა მიუნხენში ვიცხოვრებ, ძალიან ლამაზი ქალაქია".

"ჯერ არ ვიცი, სათასო შეხვედრაში მონაწილეობას თუ მივიღებ. მწვრთნელს ჩემთვის ეს ჯერ არ უთქვამს. ვნახოთ, პირველი სავარჯიშო კვირა როგორ ჩაივლის. ბაიერნში პირველი მატჩის ჩატარება ძალიან გამიხარდებოდა".

"რობერტ ლევანდოვსკის მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელად ვთვლი. მაგრამ არც ერთ ფეხბურთელს სეზონის ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. გუნდისთვის დახმარების გაწევა შემიძლია".

"მწვრთნელმა მითხრა, რომ გუნდში ჩემი მოსვლით კმაყოფილია".


12-10-2020