სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

მანშაფტმა უკრაინასთან გასვლაზე გამარჯვება მოიპოვა (1:2). სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა: ნოიერი, ზულე, კიმიხი, გორეცკა და გნაბრი. ლეონმა გამარჯვების ბურთი გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან უგოლო ფრე ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონების სასტარტო შემადგენლობაში ორი ბაიერნელი გამოვიდა: ბენჯი პავარი და ლიუკა ერნანდეზი. 84-ე წუთზე მინდორზე კინგზლი კომანი გამოჩნდა. კოკო ტოლისომ 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.

მატჩი პოლონეთსა და იტალიის ნაკრებებს შორის ასევე უგოლო ფრედ დასრულდა. რობერტ ლევანდოვსკიმ მინდორზე 82 წუთი გაატარა.

ავსტრიის ნაკრებმა ჩრდ. ირლანდიას მოუგო, 1:0. დავიდ ალაბამ სრული მატჩი ჩაატარა.

იოზუა ცირქცემ ჰოლანდიის U21 ასაკობრივი ნაკრების რიგებში დებიუტი იზეიმა. ჰოლანდიელებმა გიბრალტარი ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. მინდორზე 19 წლის ბაიერნის თავდასხმელი 59-ე წუთზე გამოვიდა.


12-10-2020