სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

პირველი მომენტი ნაკრებს მეხუთე წუთზე ჰქონდა. გნაბრის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

14' კლოსტერმანს ჩაწოდება ვერ გამოუვიდა, ბურთი კარებისკენ ჩაიჭრა, მაგრამ მეკარე ადგილზე იყო.

17' თამაშში ჩართვა ნოიერს მოუწია. კაპიტანმა ბურთი აუტზე მოიგერია.

20' ნაკრები წინ გავიდა, 1:0! რუდიგერმა დრიბლინგი (!!!) და შემდეგ გადაცემა შეასრულა, გნაბრის შეხების შემდეგ ბურთი გინტერს მიუვიდა, რომელმაც უკრაინის კარები დალაშქრა!

25' მომენტი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ შემტევს ფანდის შესრულების შემდეგ დარტყმა ვერ გამოუვიდა.

31' საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

35' გნაბრის თაურის დარტყმის შემდეგ მეკარემ უკრაინის ნაკრები გოლისგან გადაარჩინა.

43' კროოსის დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვენა ცხრიანს ოდნავ ასცდა.

პირველი ტაიმი მანშაფტმა გინტერის გოლის წყალობით მოიგო.

მეორე ნახევარი მანშაფტის გოლით დაიწყო. 48 წუთზე მეტოქის მეკარის შეცდომის შემდეგ, რომელსაც ბურთი ხელებიდან გაუვარდა, გორეცკამ თაური დარტყმით უკრაინის კარები მეორედ დალაშქრა, 0:2!

თითქმის ეგრევე მშვენიერი შანსი დრაქსლერს ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მეკარემ სასწაული "სეივი" მოახდინა და ნაკრები მესამე გოლისგან გადაარჩინა.

57' დრაქსლერმა სასწაული დრიბლინგი მოახდინა, საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი კლოსტერმანს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მეტოქე გოლისგან ისევ მეკარემ იხსნა.

61' მომენტი მეტოქეს ჰქონდა, ნოიერმა ხიფათი გაანეიტრალა.


66' გინტერს ჩაწოდების ნაცვლად დარტყმა გამოუვიდა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

76' ზულემ მეტოქე საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ნოიერმა კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთი ბადეში მაინც ჩაეხვია, 1:2...

82' გნაბრიმ სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

კომპენსირებულ დროში საჯარიმოში ემრე ჩანი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

მანშაფტმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. სამი ქულის მოპოვების შემდეგ ჯგუფში გერმანია მეორე ადგილზე გადაინაცვლა.



11-10-2020