სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა შალკე დაჩაგრა, 2:0!

ბაიერნმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. მე-6 წუთზე ხელსაყრელი მომენტი მიულერმა ვერ გამოიყენა. თომასის დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. მასპინძლებს შეტევაზე გადასვლა უჭირდათ, რადგანაც მიუნხენელები პრესინგს მიმართავდნენ.

მერვე წუთისთვის რეკორდმაისტერმა 4 კუთხური ჩამოაწოდა. ბოლო შედეგიანი აღმოჩნდა. კიმიხის ჩაწოდებული ბურთი ხამესმა თაური დარტყმით კარების ბადეში გაახვია. ფერმანმა ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, 0:1!

პირველი ნორმალური შეტევა შალკეს მე-16 წუთზე გამოუვიდა. დი სანტო მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეიჭრა და კარების მიმართულებით დაარტყა, მაგრამ ნოიერი ადგილზე იყო. შემდეგ ნალდოს თაური დარტყმა კარებს ასცდა.

21-ე წუთზე ალაბამ საშუალო დისტანციიდან კარგად გაისროლა, მაგრამ ფერმანმა დარტყმა კურთხურზე მოიგერია.

25-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გენიალური გადაცემით მეკარესთან ერთი ერთზე ხამესი გაიყვანა. კოლუბმიელმა დუბლის შესრულება ვერ მოახერხა. ახლო ბრძოლაში ფერმანმა იყოჩაღა.

29-ე წუთზე ავსტრიელმა მცველმა კიდევ ერთხელ გაისროლა. შალკე გაშვებული ბურთისგან მხოლოდ ხარიხამ იხსნა.

შესვენებამდე კარგი გარღვევა და შემდეგ დარტყმა რიბერიმ განახორციელა, ფერმანი ბურთს ადგილზე დახვდა.

50-ე წუთზე ხამესმა 100%-ანი მომენტი გააცუდა. რიბერიმ კოლუმბიელი ცარიელ კარებთან გაიყვანა, მაგრამ ხამესმა ბურთის გატანა ვერ შეძლო. 11 ნომერმა წარმოუდგენლად ააცილა.

სამ წუთში კარგი მომენტი შალკეს ჰქონდა, მაგრამ ემბოლოს თაური დარტყმით გაშვებული ბურთი მარცხენა ძელთან ჩაიარა.

ბაიერნი ბურთს აკონტროლებდა შალკე თავის შანსს კონტრშეტევებზე ელოდა.

63-ე წუთზე ხამესის მორიგი გარღვევა საჯარიმოს ფარგლებში წესების დარღვევით შეაჩერეს. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ გამოიყენა, 0:2!

15 წუთის შემდეგ ალაბას ისევ ბრწყინვალე დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ ფერმანმა ბურთი ცხრიანიდან ამოიღო.

შეცვლაზე შემოსულ გნაბრის მატჩის მიწურულს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურთი შორეულ კუთხეს ააცილა.

რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულა მოიპოვა!


22-09-2018