სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ახალწვეულებმა ნომრები აირჩიეს

ბაიერნის ახალწვეულებმა სათამაშო ნომრები აირჩიეს, იუწყება ოფიციალური საიტი. დუგლას კოსტას საკუთარი ყოფილი ნომერი დაიბრუნა - 11, რომელშიც 2015-17 წწ. სეზონებში გამოდიოდა. გასულ წელს ეს ნომერი მიკაელ კვიზანს ქონდა, რომელიც მარსელში იჯარის წესით ითამაშებს.

ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგმა ნომერი 13 აიღო. ამ ნომრით თავდასხმელი შალკეში და კამერუნის ნაკრებში გამოდიოდა. შუპო-მოტინგამდე 13-ნომერს რაფინია ატარებდა.

ბუნო სარმა 20 ნომერი აირჩია. მარჯვენა მცველამდე ამ ნომრით ჰასან სალიჰამიჯიჩი, ხოსე ერნესტო სოსა და სებასტიან როდე თამაშობდნენ.

მარკ როკა 22 ნომრით იასპარეზებს. ესპანელამდე ამ ნომრით სერჟ გნაბრი თამაშობდა, რომელმაც ახლახანს 7-ანი აიღო. საინტერესო ფაქტი, წარსულში სერჟ გნაბრიმდე 22 ნომრით მხოლოდ მეკარეები გამოდიოდნენ: ბერნდ დრეიერი, მიხაელ რენზინგი, იორგ ბუტი და თომას შტარკე.


08-10-2020