სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო

მანშაფტის პირველივე შეტევა კარების აღებით დასრულდა, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა... ბურთი დრაქსლერმა შეაგდო.

13' თურქებს კარგი შანსი ქონდათ, მაგრამ იაზიჩი კარებს ზემოდან ააცილა.

18' რუდიგერმა ყვითელი ბარათი მიიღო. მცველმა მეტოქე ძალიან ხისტი ვარდნით შეაჩერა.

21' შულცმა ბურთი ახლო კუთხეში ვერ გაარტყა.

26' ბრანდტის დარტყმის შემდეგ მეტოქე მეკარემ გადაარჩინა.


41' მეტოქის მეკარემ საკუთარი შეცდომა გამოასწორა. არაზუსტი გადაცემის შემდეგ ვალდშმიტი ბურთს დაეუფლა. მაგრამ ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის კომპენსირებულ დროში დრაქსლერმა ბურთი შეაგდო, 1:0! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ვალდშმიდტის მომენტით დაიწყო, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ააცილა.

49' ბრანდტის დარტყმას მცველი გადაეღობა. თურქებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს.

50' ვერ გაიტან შენ, გაგიტანენ. მეტოქემ ულამაზესი ბურთი შეაგდო, 1:1.

53' თურქების კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ ამჯერად ბურთი ლენომ მოიგერია.

57' ნოიჰაუზმა ნაკრები წინ გაიყვანა, 2:1! მას გადაცემა ჰავერცმა გაუკეთა. ფლორიანმა გოლი სადებიუტო მატჩში შეაგდო.

60' ბრანდტს მესამე ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია.

67' თურქებმა ანგარიში გაათანაბრეს, 2:2. მსაჯმა შეცდომა დაუშვა, რადგანაც კარაჯამ ნოიჰაუზს ბურთი წესების დარღვევით აართვა.

81' ვალდშმიტმა ახლო მანძილიდან თურქების კარები დალაშქრა, 3:2!

87' ნაკრები მესამე გაშვებულ გოლს გადაურჩა. თურქებმა ბურთი ხარიხას გაარტყეს.

კომპენსირებულ დროში თურქებმა ანგარიში გაათანაბრეს, 3:3. ლენომ ფეხებს შუა გაუშვა...






08-10-2020