სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

უკანასკნელი დროის განმავლობაში გასვლითი მატჩები ბაიერნის გულშემატკივრებს უამრავ ბედნიერებას ანიჭებდნენ. 11-დან 10 შეხვედრა რეკორდმაისტერმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ერთადერთი გამონაკლისი შარშან მარტში ლაიპციგში მარცხი აღმოჩნდა. საღამოს ბაიერნელები შალკეს სტადიონზე საკუთარი წარმატებული სერიის გახანგრძლივებას ეცდებიან.

გასვლაზე მიუნხენელები არა მხოლოდ ხშირად იგებენ, ასევე უამრავ ბურთს იტანენ. უკანასკნელ 4 მატჩში ბაიერნელები მეტოქეების კარებს მინიმუმ სამჯერ იღებდნენ, რაც კლუბის რეკორდს წარმოადგენს. საღამოს რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ახალი შედეგის მიღწევა შეუძლიათ. ბოლო შეხვედრა შალკეს წინააღმდეგ, რომელიც ასევე ოქტობერფესტის დროს გაიმართა, ბაიერნმა ანგარიშით 3:0 მოიგო.

მიუნხენელებს შალკეს წინააღმდეგ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ (13 გამარჯვება და 3 ფრე). ბურთები, 42:7. შალკეს არც ერთ სხვა ბუნდესლიგის გუნდთან უარესი სტატისტიკა არ აქვს. საერთო ბალანსს შემდეგი სახე აქვს: 50 გამარჯვება, 28 ფრე და 18 მარცხი. ბურთები, 201:103.

ბუნდესლიგის სტარტზე ნიკო კოვაჩის გუნდმა 3 ტურში 3 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაიერნმა, უკვე მესამედ, პირველ 3 ტურში 9 ქულის აღება შეძლო. შალკეს პირიქით 0 ქულა აქვს. "ხუმარები" ტედესკოს ხელმძღვანელობით ზედიზედ სამი შეხვედრა პირველად დათმეს.

შალკესთვის ბაიერნთან მატჩი განსხვავებული გახდება. ბუნდესლიგის ფარგლებში "ხუმარები" 1700-ე შეხვედრას გამართავენ, ასევე საღამოს მატჩი შალკესთვის 850-ე საშინაო გახდება. ბაიერნისთვის გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ეს 1810-ე შეხვედრა იქნება. უფრო მეტი მხოლოდ ჰამბურგს (1855) და ვერდერს (1835) აქვთ.


22-09-2018