სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტი თურქების წინააღმდეგ 21-ე მატჩს გამართავს

მანშაფტი თურქეთს 20 შეხვდა. აქედან გერმანელებმა 14 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და სამში დამარცხდნენ. ბოლო სამი შეხვედრა მანშაფტს მოგებული აქვს. უკანასკნელად ზუსტად 9 წლის წინ სტამბულში გერმანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს. ბოლოს მანშაფტი თურქებთან 2005 წელს დამარცხდა (1:2). ლიოვის შეგირდებს 7-მატჩი წაუგებელი სერია დაუგროვდა (4 გამარჯვება და 3 ფრე).

კიოლნში ჩატარებულ 26 შეხვედრაში ნაკრებმა 18 გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე და 2 მარცხი). ბურთები, 72:17.

ლიოვის ხელმძღვანელობით მანშაფტი თურქეთს სამჯერ დაუპირისპირდა და სამივე მატჩი მოუგო. ყველა ამ შეხვედრაში გერმანელები 3 ბურთს იტანდნენ: ევრო 2008 წლის ნახევარფინალი - 3:2, ევრო 2012 წლის შესარჩევი - 3:0 და იმავე ციკლის გასვლითი მატჩი - 3:1.


07-10-2020