სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"კუიზანსი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მე მას ვუთხარი, რომ თანადგომას გამოვუცხადებთ. კორონავირუსზე ტესტი არ გაუვლია, შესაბამისად ვერ ივარჯიშა. ჰერტას წინააღმდეგ შეხვედრას ფრანგი გამოტოვებს".

"მომდევნო მატჩზე სრული კონცენტრაცია გვაქვს გადატანილი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, განსაკუთრებით ჰოფენჰაიმთან მატჩის შემდეგ. 3 ქულა მიუნხენში უნდა დარჩეს. ჰერტას კარგი გუნდი ჰყავს. შარშან ალიანც არენაზე კარგად გამოიყურებოდნენ".

"დავიდ ალაბა და ლეონ გორეცკა მწყობრს დაუბრუნდნენ. კინგზლი კომანს ვარჯიშის შეწყვეტა მოუწია. მის მდგომარეობას დავაკვირდებით. იდეალურ სიტუაციაში არ ვიმყოფებით, მაგრამ მინდორზე 11 ფეხბურთელი გვეყოლება".

"მომდევნო 11 დღის განმავლობაში ნაკრებები 3 შეხვედრას გამართავენ. დატვირთვების რეგულირება მნიშვნელოვანი იქნება. ამას მხოლოდ ჩვენ არ უნდა დავუკვირდეთ, ეს პირველ რიგში ნაკრებების მწვრთნელებს ეხებათ".


03-10-2020