სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ჰერტას 77-ჯერ დაუპირისპირდა. აქედან მიუნხენელებმა 44 მატჩი მოიგეს, მეტოქეს სასარგებლოდ მხოლოდ 13 შეხვედრა დასრულდა. მაგრამ უკანასკნელი 7 მატჩიდან გერმანიის ჩემპიონმა გამარჯვება მხოლოდ ორში იზეიმა.

მიუნხენში ბერლინელებს 43 წლის განმავლობაში არ მოუგიათ. ბოლოს ჰერტამ გამარჯვება 1977 წლის ოქტომბერში მოიპოვა (0:2). ასევე ჰერტას სეზონის სტარტზე ჩემპიონატის ზედიზედ გასვლითი ორი შეხვედრა ჯერ არ მოუგიათ. ბაიერნისთვის ეს კარგი ნიშანი უნდა იყოს. მიუნხენელებს საკუთარ კედლებში წარმატებული სერიის გაგრძელება შეუძლიათ.

ხუთშაბათს საღამოს რობერტ ლევანდოვსკის "ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის" ჯილდო გადასცეს. კვირას საღამოს პოლონელს ალიანც არენაზე საკუთარი 100-ე ბურთის გატანა შეუძლია. გასულ 97 მატჩში მას 99 გოლი დაუგროვდა. სტატისტიკის მიხედვით, ლევანდოვსკი ჰერტას ყოველ მეორე შეხვედრაში უტანს: 16 მატჩში 8 გოლი.

საკუთარ მოედანზე ბაიერნის მოგებათა სერია უკვე 10 შეხვედრას შეიცავს. ყველა ამ მატჩში მიუნხენელები მინიმუმ ორ ბურთს იტანდნენ. უკანასკნელად, ალიანც არენაზე ბაიერნს ქულები ლაიპციგმა წაართვა (9 თებერვალი, 0:0).

მანუელ ნოიერს ჰერტასთან კარგი მოგონებები აკავშირებს. ევროპის საუკეთესო მეკარემ ბერლინელების წინააღმდეგ 15 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. კვირას კაპიტანს ოლივერ რეკის რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია, რომელმაც თავის დროს გლადბახის წინააღმდეგ ასევე 15 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.


03-10-2020