სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლიგას ატლეტიკოსთან მატჩით დაიწყებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი გახდა ცნობილი. გასული ტურნირის გამარჯვებული ბაიერნი ახალ გათამაშებას 21 ოქტომბერს ალიანც არენაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებს. შემდეგ 27 ოქტომბერს მოსკოვში რეკორდმაისტერი ადგილობრივ ლოკომოტივს შეხვდება.

3 ნოემბერს მიუნხენელები ასევე გასვლაზე ზალცბურგს შეხვდება. 25 ნოემბერს გუნდები ერთმანეთს უკვე ალიანც არენაზე დაუპირისპირდებიან.

1 დეკემბერს ბაიერნს რთული გასვლა მადრიდში ელის. ჯგუფურ ეტაპს ჰანზი ფლიქის შეგირდები ალიანც არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ მატჩით დაასრულებენ.


03-10-2020