სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეაქცია ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე

"საინტერესო ჯგუფია. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი წილისყრა არ არსებობს. ტურნირის დასახელება ყველაფერზე მეტყველებს, რადგანაც ერთმანეთს ჩემპიონები უპირისპირდებიან. ყოველივე მატჩში გამოწვევის მოლოდინში ვართ. ეს განსაკუთრებით ატლეტიკოს წინააღმდეგ შეხვედრებს ეხება. მაგალითად, ზალცბურგამდე ავტობუსით მისვლა მხოლოდ 1,5 საათი დაგვჭირდება", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.

"ძლიერი ჯგუფი გველოდება, მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. როგორც გასულ წლებში იყო, ტურნირის გამარჯვებული ფავორიტის სტატუსით იქნება. მატჩების მოლოდინი გაგვაჩნია", თქვა მანუელ ნოიერმა.

"ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენი ტიტული გაქვს მოპოვებული. ახალი გამარჯვებების სურვილი გაგვაჩნია", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

"საინტერესო ჯგუფია. ზალცბურგის და ლოკომოტივის წინააღმდეგ ჯერ არ მითამაშია. ტურნირის გამარჯვებულის სტატუსში, ჯგუფური სტადიიდან დაწყებული, "Zugzwang"-ის მდგომარეობაში იმყოფები. მაგრამ ყველა მეტოქის მოლოდინი გამაჩნია", განაცხადა თომას მიულერმა.

"მოხარული ვარ იმით, რომ ჯგუფურ სტადიაზე საკუთარ ყოფილ გუნდს შევხდები. ატლეტიკომ ძალიან ბევრი მომცა. მათ წინააღმდეგ მატჩები ძალიან რთული იქნება, რადგანაც თავს ძალიან ხისტად იცავენ და ახალწვეულების დახმარებით შეტევის ხაზი გააძლიერეს. ატლეტიკოს ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. მათ დასამარცხებლად 100%-ით დახარჯვმა გვმართებს", დაასრულა ლიუკა ერნანდეზმა.


02-10-2020