სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა გერმანიის სუპერთასი მოიპოვა

მატჩი დორტმუნდის უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი ბაიერნმა მეათე წუთზე შექმნა. კიმიხის თაური ჰიცმა მოიგერია.

20' სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ბაიერნმა ანგარიში გახსნა. გოლის ავტორი ტოლისო აღმოჩნდა, 1:0!


24' როისის სახიფათო დარტყმას ნოიერი დაეუფლა.


30' მიულერმა თაური დარტყმით ანგარიში 2:0-მდე გაზარდა!


41' ბრანდტმა ერთი ბურთი გაჰქვითა. ბაიერნის დაცვის ხაზი ჩავარდა...


შესვენებაზე გუნდები 2:1 ანგარიშით გავიდნენ.


მეორე ნახევარი დორტმუნდის ძალიან სახიფათო მომენტით დაიწყო, მაგრამ მენიემ კარებს ააცილა...

55' მაგრამ მენიეს შეცდომა ჰალანმა გამოასწორა. თავდასხმელმა ნოიერს ახლო დუელში აჯობა, 2:2...

59' საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.


60' ჰალანდი ნოიერთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ამჯერად კაპიტანმა ბაიერნი გადაარჩინა!

82' ბაიერნმა მესამე ბურთი შეაგდო! კიმიხმა ბოლომდე იბრძოლა და გოლი მიითვალა, 3:2!

რეკორდმაისტერმა გერმანიის სუპერთასიც მოიპოვა!


01-10-2020