სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ალექს ნუბელი მშვენიერი მეკარეა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გუნდს შეუერთდა".

"მიმდინარე სეზონი ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. უამრავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. გუნდს განუმეორებელი მენტალიტეტი გააჩნია. ყველა ფეხბურთელი 100%-ით იხარჯება. ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ მატჩი განვიხილეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და ეს მარცხი წარსულში ჩამოვიტოვეთ. სრული კონცენტრაცია დორტმუნდზე გადავიტანეთ. მომდევნო შეხვედრის მოგება გვსურს".


"ალაბას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ოთხშაბათს მის მდგომარეობას დავაკვირდებით. ზანე სუპერთასზე მატჩს გამოტოვებს, მას მუხლი აწუხებს. სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება".

"მომდევნო შეხვედრა კლასიკას მიეკუთვნება. დორტმუნდს ფანტასტიური, ძალიან ახალგაზრდა გუნდი ჰყავს. მაგრამ მათ შემადგენლობაში ასევე გამოცდილი მოთამაშეები გამოდიან. ლამაზ და შემტევ ფეხბურთს დემონსტრირებენ. დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის სასარგებლო იქნება".

"ჰალანდი მშვენიერი შესაძლებლობების პატრონია. მისი გოლი გლადბახის წინააღმდეგ ძალიან მომეწონა. მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელად რჩება".

"სუპერთასზე მატჩის გაუქმების მომხრე არ ვარ. გერმანული ფეხბურთის ნაწილია. ამ შეხვედრის მოგება გვსურს".


29-09-2020