სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჰოფენჰაიმთან დამარცხდა

მატჩი ტოლისოზე უხეში ჯარიმით დაიწყო. საბედნიეროდ ფრანგმა თამაშის გაგრძელება შეძლო.

დასაწყისიდანვე ბაიერნი ბურთს აკონტროლებდა, ჰოფენჰაიმი კონტრშეტევებზე გადასვლას ცდილობდა.

ერთ-ერთი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ "სოფლელები" წინ გავიდნენ. ბიქჩაქჩიჩმა თაური დარტყმით ბურთი ნოიერისგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა, დეივისი მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ კარებში ჩაჭრა, 1:0...

კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ პავარის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

24' დაბურმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა...

30' კრამარიჩის დარტყმის შემდეგ ნოიერმა ბაიერნი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

34' ზანეს თაური დარტყმა, მაგრამ ისევ არაზუსტად.

36' საშუალო დისტანციიდან კიმიხმა ულამაზესი ბურთი გაიტანა, 2:1! ბაიერნი მატჩში დაბრუნდა!

ტაიმის მიწურულს ნოიერმა გუნდი ისევ გადაარჩინა. მეკარეს მოგერიების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:1 გავიდნენ.


მეორე ნახევრის დასაწყისში დაბურს დუბლის შესასრულებლად ორი მომენტი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში ნოიერმა შეუშალა, მეორეში კი ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარებს ააცილა.

თითქმის ეგრევე ცირქცემ ზანე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მცველმა ლეროის შეუშალა.

ცირქცემ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ზანეს კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ ისევ არაზუსტად.

ნოიერის კიდევ ერთი მსოფლიო დონის "სეივი"!

მაგრამ რამდენიმე წუთში ნოიერიც უძლური აღმოჩნდა... 77-ე წუთზე კრამარიჩმა მესამე ბურთი შეაგდო, 3:1...

კრამარიჩის კიდევ ერთი მომენტი, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

ბოლო წუთებზე ჰოფენჰაიმმა პენალტი მოიპოვა, რომელიც კრამარიჩმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 4:1...

ბაიერნი ზინსჰაიმში განადგურდა, წინ გერმანიის სუპერთასის მატჩია დორტმუნდის წინააღმდეგ.


27-09-2020