სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ 25 მატჩი ჩაატარა, აქედან 17 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და სამჯერ დამარცხდა. ბურთები, 61:24.

ბუნდესლიგის ფარგლებში, მიუნხენელებმა ზედიზედ 14 გამარჯვება მოიპოვეს. უფრო დიდი სერია რეკორდმაისტერს 2004/05 წწ. სეზონში (15 გამარჯვება) და 2013/14 წწ. სეზონში (19 გამარჯვება) ჰქონდა.

ბაიერნმა გამარჯვება ჩემპიონატის ზედიზედ 10 გასვლით მატჩში იზეიმა და ამით საკუთარი რეკორდი გაიმეორა. კვირას საღამოს ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში წითლები უნიკალურ რეკორდს მიაღწევენ.

ჰოფენჰაიმის მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი ჯერ კიდევ 85 დღის წინ ბაიერნის მეორე გუნდთან ერთად მესამე ლიგის ჩემპიონი გახდა. კვირას საღამოს ახალგაზრდა მწვრთნელი ყოფილი კლუბის ძირითად გუნდს დაუპირისპირდება.

მიმდინარე 2020 წელს ბაიერნი ჰოფენჰაიმს მესამედ შეხვდება. თასის ფარგლებში მიუნხენელებმა მეტოქე 4:3 დაამარცხეს, ჩემპიონატში კი "სოფლელებისგან" ქვა ქვაზე არ დატოვეს - 6:0. საერთო ჯამში რეკორდმაისტერმა ჰოფენჰაიმს უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 მოუგო.

კვირას საღამოს ერთმანეთს ორი ფეხბურთელი გნაბრი და კრამარიჩი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც პირველ ტურში ჰეთ-ტრიკი შეასრულეს. საერთო ჯამში გნაბრის ბუნდესლიგის 65 მატჩში 25 გოლი დაუგროვდა.

წინა კვირიდან კიმიხი 6-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. შალკესთან მატჩში ნახევარმცველმა 96% ზუსტი გადაცემა შეასრულა. კიმიხმა ასევე ორი "ასისტი" მიითვალა.


26-09-2020