სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი - ბაიერნის ახალი დისპეტჩერი

გასულ სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ 55 გოლი მიითვალა. არც ერთ სხვა თავდასხმელს ამდენი ბურთი არ გაუტანია. ბოლო მატჩებში პოლონელმა შედეგიანი გადაცემების შესრულებაზე გადავიდა.

შალკესთან შეხვედრაში ლევანდოვსკიმ ორი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, მისი შესრულებით ე.წ. "Rabona", რომელმაც საფეხბურთო წრეებში დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა.

UEFA-ს სუპერთასზე შეხვედრაში რობერტმა გორეცკაზე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგ ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა. "ამ გოლმა მატჩში დაგვაბრუნა", გააკეთა მოკლე კომენტარი ჰანზი ფლიქმა.

სუპერთასზე შეხვედრაში ლევანდოვსკიმ ბურთი ვერ გაიტანა, მაგრამ მიღწეულ წარმატებაში მისი წვლილი საკმაოდ დიდი იყო.

გასული სეზონის ჩათვლით თავდასხმელმა უკანასკნელ 6 შეხვედრაში 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.


26-09-2020