სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სუპერთასი მიუნხენში ჩავა

მატჩი ბაიერნმა მძიმედ დაიწყო. გადაცემებში უამრავი შეცდომა და ა.შ. მე-13 წუთზე ალაბამ საჯარიმო მოედანში დე იონგი წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა. ოკამპოსმა ნოიერს გაუტანა, 0:1...

20' კარგი შეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე მიულერი გავიდა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

24' მიულერმა საჯარიმოში პავარი იპოვა, მაგრამ ფრანგმა კარებს ააცილა.


30' ნოიერმა ლევანდოვსკი გრძელი გადაცემით მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ პოლონელმა ბურთის გატანა ვერ მოახერხა...


34' მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გორეცკამ ანგარიში გაათანაბრა, 1:1! აღსანიშნავია, მიულერის ლამაზი გადაცემა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

მეორე ნახევარი სევილიას მომენტით დაიწყო, ნოიერმა ბაიერნი გოლისგან იხსნა.


53' რეკორდმაისტერმა მეორე ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. გოლი არ ჩაითვალა, 1:1.

58' სევილია კიდევ ერთ გოლს გადაურჩა. ბოლო მომენტში ზანეს დარტყმას მცველი გადაეღობა.


64' ზანემ ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი ისევ არ ჩათვალა. ლევანდოვსკიზე ჯარიმა დააფიქსირა, რომელიც არ იყო. VAR-ის დახმარებაც არ გამოიყენა...

76' გნაბრის ჩაწოდების შემდეგ მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ ბურთი კუთხურზე გადავარდა. ჩაწოდების შემდეგ ერნანდეზმა გაისროლა, მაგრამ ააცილა...


78' მიულერის დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ დაიჭირა.


87' დაცვას სევილიას კონტრშეტევა გაეპარა, მაგრამ გუნდი გოლისგან ნოიერმა იხსნა!


მატჩი დამატებით დროში გადავიდა...


92' ბაიერნი გოლს გადაურჩა. ნოიერის მოგერიების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.


101' მომენტი კიმიხს ჰქონდა, მაგრამ მცველმა კარებს ააცილა.

103' ტოლისოს დარტყმას მეკარე დაეუფლა.

105' მარტინეზი მინდორზე გამოვიდა და გამოცდილმა ნახევარმცველმა რამდენიმე წუთში თაური დარტყმით ბურთი შეაგდო, 2:1!

105' თითქმის ეგრევე ზულეს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ბურთი მოიგერია.

115' საშუალო დისტანციიდან ლევანდოვსკიმ გაისროლა, არაზუსტად.

ბოლო წამებზე ლევანდოვსკიმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

სუპერთასი მიუნხენში ჩავა!


25-09-2020