სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, ბაიერნი მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობა შვიდჯერ მიიღო, აქედან ტიტულს ექვსჯერ დაეუფლა. 2009 წლიდან, როდესაც ევროპალიგა დაარსდა, ამ ტურნირის გამარჯვებულმა ჩემპიონთა ლიგის მფლობელს გუნდს სამჯერ მოუგო, შვიდჯერ სუპერთასს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა დაეუფლა.

უკანასკნელად ბაიერნმა სუპერთასი 2013 წელს დაეუფლა. მიუნხენელებმა დინამიურ შეხვედრაში ჩელსი დაამარცხეს. სევილიამ ბოლოს თასი 2006 წელს მოიგო.

ბაიერნის 6 ფეხბურთელს სუპერთასის მოგება მეორედ შეუძლია: ნოიერის, ბოატენგის, მიულერის, ალაბას და მარტინეზის გარდა ამის გაკეთება ერნანდეზს შეუძლია. 2018 წელს ფრანგმა სუპერთასი ატლეტიკოს რიგებში დაეუფლა. სევილიას შემადგენლობაში იგივეს გაკეთება ჰესუს ნავასს შეუძლია.

ნეიტრალურ მოედანზე ბაიერნი ესპანურ გუნდებს მეოთხედ დაუპირისპირდება. წინა 3 შეხვედრა რეკორდმაისტერის სასარგებლოდ დასრულდა: ატლეტიკო - 4:0 (1974 წელი), ვალენსია - 5:4 (2001) და ბარსელონა - 8:2 (2020). ბაიერნი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში 8 ბურთი გაიტანა.

ევროთასების გასვლით შეხვედრებში ბაიერნის წაუგებელი სერია 16 მატჩს შეადგენს (13 გამარჯვება და 3 ფრე). ამ შეხვედრებში მიუნხენელებმა 49 ბურთი გაიტანეს (საშუალოდ 3 გოლი ერთ მატჩში).

გასულ პარასკევს შალკესთან შეხვედრაში ბაიერნმა ზედიზედ 22 გამარჯვება მოიპოვა. ყველა ტურნირში რეკორდმაისტერი უკვე 31 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. მაგრამ სევილიასაც შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს: ჰუან ლოპეტეგის გუნდი 21 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება.


24-09-2020