სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი სუპერთასის მატჩისთვის ემზადება

სულ რამდენიმე კვირის წინ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მომდევნო ხუთშაბათს რეკორდმაისტერი სეზონის პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს. ევროპის სუპერთასის ფარგლებში მიუნხენელები ევროპალიგის გამარჯვებულ გუნდს სევილიას დაუპირისპირდებიან.

ესპანურ გუნდთან შეხვედრაში ბაიერნს მიმდინარე წლის მეოთხე ტიტულის მოპოვება შეუძლია. ორშაბათის ვარჯიშზე ნათლად ჩანდა, რომ გუნდს წარმატების მიღწევა სურს. ვარჯიშის ყველა ელემენტს ფეხბურთელები ინტენსიურად ასრულებდნენ.

რობერტ ლევანდოვსკიმ ვარჯიში გამოტოვა. პოლონელ თავდასხმელს დასვენების საშუალება მიეცა. საერთო ჯგუფს დავიდ ალაბა დაუბრუნდა, რომელმაც შალკესთან მატჩი კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა.


21-09-2020