სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "შაბათს აგრესიულ და ინტენსიურ თამაშს ველოდები"

"ყველა ფეხბურთელი, რომლებიც ლისაბონში მყავდა წაყვანილი, მწყობრში არიან. დასკვნით ვარჯიშში მონაწილეობა ტიაგომაც მიიღო", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბენფიკასთან შეხვედრა ესპანელმა ნახევარმცველმა ფეხის დიდი თითის ტრავმის გამო გამოტოვა.

"გუნდთან ერთად 6 გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ სეზონი გრძელდება", აღნიშნა ხორვატმა მწვრთნელმა.

"ჩემპიონატში შალკემ სამივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მეტოქის შეუფასებლობას არ ვაპირებთ. ტრიბუნებისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ. პორტუსთან მოპოვებული ქულა შალკეს საკუთარ ძალებში რწმენას დაუბრუნებს. აგრესიული და ინტენსიური თამაშის მოლოდინში ვარ. გამარჯვების მოპოვება გვსურს. საუკეთესო თამაშის დემონსტრირების შემთხვევაში დადებით შედეგს მივაღწევთ", დაამატა კოვაჩმა.

შაბათს საღამოს ლეონ გორეცკა, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში გამოვა.

"გორეცკა თავის ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდება. დიდი მოლოდინი აქვს. ტრიბუნებისგან ზეწოლას გაუმკლავდება. საუკეთესო თამაშის ჩვენებას ეცდება", დაასრულა ბაიერნის თავკაცმა.


21-09-2018