სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და რეკორდები

მოქმედი ჩემპიონი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პირველ ტურში 8 ბურთის გატანა მოახერხა. ამავდროულად ბაიერნმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. წინა რეკორდი გუნდმა 2016 წელს ბრემენთან შეხვედრაში დაამყარა (6:0).

საუკეთესო დებიუტს ფეხბურთელი ვერც ინატრებდა. ზანემ თავის პირველ შეხვედრაში გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

სერჟ გნაბრიმ ალიანც არენაზე პირველად ერთ ბურთზე მეტი გაიტანა. ვინგერმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

ბუნდესლიგის ფარგლებში რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურში თავისი 163-ე ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით პოლონელმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს გადაუსწრო. უფრო მეტი გოლი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს (365). ამავდროულად ლევანდოვსკიმ შალკეს ზედიზედ მეათე შეხვედრაში გაუტანა. წარსულში არც ერთ ფეხბურთელს ამ შედეგისთვის არ მიუღწევია.

ჯამალ მუსიალამ ბურთი 17 წლის და 205 დღის ასაკში გაიტანა, რაც ბაიერნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი როკე სანტა კრუზს ეკუთვნოდა - 18 წელი და 12 დღე.


პირველად 8 წლის განმავლობაში ლეონ გორეცკამ ბურთი პირველ ტურში ისევ შეაგდო. 2012 წელს მეორე ბუნდესლიგის ფარგლებში ბოჰუმის რიგებში ნახევარმცველმა დრეზდენის დინამოს კარები დალაშქრა. ის გოლი გორეცკასთვის პროფესიონალურ კარიერაში პირველი აღმოჩნდა.

თომას მიულერმა ანგარიში 6:0 გახადა. ფეხბურთელმა ბაიერნის რიგებში თავისი 200-ე ბურთი გაიტანა (536 მატჩში). ბაიერნის რიგებში უფრო ხშირად ბურთებს გერდ მიულერი (517), რობერტ ლევანდოვსკი (247) და კარლ-ჰაინც რუმენიგე (217) იტანდნენ.

ჰანზი ფლიქის შეგირდების წარმატებული სერია გრძელდება! ბაიერნი უკვე 31 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (30 გამარჯვება და ფრე). შალკეს წინააღმდეგ წაუგებელი სერია 22 შეხვედრას შეიცავს (19 გამარჯვება და 3 ფრე). უფრო გრძელი სერია რეკორდმაისტერს მხოლოდ ბრემენის წინააღმდეგ დაუგროვდა (27 მატჩი).


20-09-2020