სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა შალკე გააცალმტვერა

მატჩი შალკემ ძალიან აქტიურად დაიწყო. ნოიერი თამაშში უკვე 40-ე წამზე ჩაერთო. ხუმარებმა პირველ წუთზე კუთხურიც ჩამოაწოდეს. მაგრამ მესამე წუთზე ბაიერნმა ანგარიში გახსნა. გნაბრის ლამაზი დარტყმა გამოუვიდა, 1:0!

თითქმის ეგრევე ბურთის გატანის შანსი ზანესაც ჰქონდა, მაგრამ ლეროიმა მეკარე ვერ მოატყუა, ბურთი ლევანდოვსკისთან გაგორდა, მაგრამ აქ უკვე მცველებმა იყოჩაღეს.


11' ნოიერი საჯარიმოდან გამოვიდა და ლამაზი თაური დარტყმით გადაცემა მცველებზე შეასრულა.


19' ლამაზი კომბინაციის შემდეგ ბურთი გორეცკასთან მივიდა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა, 2:0!


24' შალკე მორიგ გოლს გადაურჩა. გუნდი ფერმანმა გადაარჩინა.


30' ლევანდოვსკიმ პენალტიდან ანგარიში 3:0-მდე გაზარდა!

41' შალკე გოლს ისევ გადაურჩა. გუნდი ჯერ მეკარემ გადაარჩინა, შემდეგ კი დამატებაზე ზულემ ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 3:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი გნაბრის გოლით დაიწყო, რომელშიც დიდი წვლილი ზანეს ეკუთვნის, 4:0!


58' ისევ ზანეს და გნაბრის დუეტი და ისევ გნაბრის გოლი - 5:0!


63' შალკე ორჯერ ფერმანმა გადაარჩინა. ჯერ ზანეს და შემდეგ კიმიხის დარტყმების შემდეგ.


70' ლევანდოვსკის ულამაზესი პასის შემდეგ მიულერმა მეექვსე ბურთი გაიტანა - 6:0!

72' თავისი ბურთი ზანემაც შეაგდო, 7:0! ფლიქმა ლეროი ეგრევე შეცვალა.

81' ახალგაზრდა მუსიალამ ანგარიში 8:0 გახადა!

პირველი 3 ქულა, პირველი ჰეთ-ტრიკი და ზანეს სადებიუტო გოლი!


19-09-2020