სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

წინა სამატჩო სიტუაცია

მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჰანზი ფლიქს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, რადგანაც გუნდი ივან პერიშიჩი, ფილიპე კოუტინიო და ალვარო ოდრიოცოლა დატოვეს. მათ გზას ასევე ტიაგო გაუჰყვება. მწვრთნელს ახალწვეულების გამოყენება შეუძლია. მინდორზე, დიდი ალბათობით, ლეროი ზანეს ვიხილავთ. სათადარიგოთა სკამზე ალექს ნუბელი და ადრიან ფაინი იჯდებიან. ტანგი ნიანზუ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. შეხვედრას ასევე კინგზლი კომანი არ დაესწრება, რადგანაც ფრანგი საშინაო კარანტინში მოათავსეს.

წარსულში ბაიერნი შალკეს 100 ჯერ შეხვდა. აქედან რეკორდმაისტერმა მეტოქეს 54 მატჩი მოუგო, 28 ფრე დაფიქსირდა და 18 თამაში შალკეს სასარგებლოდ დასრულდა. ბურთები, 214:104.

რობერტ ლევანდოვსკიმ შალკეს კარები 13-ჯერ დალაშქრა. უფრო მეტი ბურთი შალკესთვის მხოლოდ გერდ მიულერს აქვს გატანილი (18).


18-09-2020