სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

პირველ ბუნდესლიგაში ბაიერნი უკვე 56 წლის განმავლობაში ასპარეზობს (მეორე ადგილზე ჰამბურგია - 55 წელი). შალკე პირველ ბუნდესლიგაში 53 წელი თამაშობს, აქედან 30 წელი ზედიზედ.

დიდი ისტორიის მიუხედავად პირველ ტურში გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. გასულ ჩემპიონატში ბაიერნმა შალკეს მეორე ტურში ეთამაშა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ბუნდესლიგის პირველი ტურის უკანასკნელი 10 მატჩიდან მიუნხენელებმა 8 მოიგეს. ბოლოს ბაიერნი 2011 წელს ალიანც არენაზე გლადბახთან დამარცხდა (0:1). წინა სეზონში რეკორდმაისტერმა ჰერტასთან ფრე 2:2 ითამაშა. შალკემ ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლო 2 მოიგო (3 ფრე და 5 მარცხი). გასული ჩემპიონატის პირველ ტურში ხუმარებმა გლადბახთან 0:0 ითამაშეს.

საღამოს გუნდების შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს, რომლებიც წინა წლებში მეტოქის ღირსებას იცავდნენ. პირველ რიგში ეს მანუელ ნოიერს ეხება. მინდორზე დიდი ალბათობით ასევე ზანეს, გორეცკას და რუდის ვიხილავთ. სათადარიგოთა სკამზე ალექს ნუბელი იჯდება.

ბაიერნი შალკესთან უკვე 21 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (19 ჩემპიონატში და 2 თასზე). აქედან რეკორდმაისტერს 18 გამარჯვება აქვს, 3 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ბაიერნს უფრო გრძელი სერია ვერდერის წინააღმდეგ აქვს (27 მატჩი).

საკუთარ კედლებში მიუნხენელები შალკესთან უკვე 11 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებიან (9 გამარჯვება და 2 ფრე). ამ მატჩებში ბაიერნმა მეტოქეს 33 ბურთი გაუტანა და მხოლოდ 6 გოლი მიიღო.

რეკორდმაისტერის მოგებათა სერია უკვე 13 მატჩს შეადგენს, უფრო გრძელი სერია გუნდს 2013/14 წწ. ჰქონდა - 19 შეხვედრა. შალკე პირიქით, უკვე 16 მატჩის განმავლობაში გამარჯვების გარეშე რჩება (10 მარცხი და 6 ფრე).


18-09-2020