სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბაიერნის გულშემატკივრებმა რობერტ ლევანდოვსკი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წერს fcb.de. პოლონელმა თავდასხმელმა რესპონდენტთა ხმების 51% დააგროვა. მეორე ადგილზე ალფონსო დეივისმა დაიკავა (16%). სამეულში ასევე თომას მიულერი შევიდა (13%).

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის 47 მატჩში ლევანდოვსკიმ 55 გოლი მიითვალა. პოლონელი საუკეთესო ბომბარდირი გახდა ყველა იმ ტურნირში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო.

გასული ჩემპიონატის პირველ 11 ტურის მატჩებში რობერტი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი ხუთჯერ დაასახელეს. პარასკევიდან ყველაფერი თავიდან დაიწყება.


16-09-2020