სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

ტრიპლეტის მფლობელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ლისაბონის ტრიუმფიდან მესამე კვირის თავზე გუნდმა ვარჯიში ჩაატარა. გასული დღეების განმავლობაში ფეხბურთელებს კიბერვარჯიში და კორონავირუსზე შემოწმება ჰქონდათ.

ვარჯიში ჰანზი ფლიქის გარეშე ჩატარდა. ბაიერნის მწვრთნელი ჰოფენჰაიმის ყოფილი პრეზიდენტის პეტერ ჰოფმანის დაკრძალვაზე იმყოფება.

ვარჯიში ტრავმირებულმა ტანგი ნიანზუმ გამოტოვა. ინდივიდუალური პროგრამით ბოატენგმა და დეივისმა იმუშავეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას ბაიერნი შალკეს წინააღმდეგ 18 სექტემბერს ალიანც არენაზე გამართავს.


12-09-2020