სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები ბეკენბაუერის ინტერვიუდან

ბატონო ბეკენბაუერ, ცოტა ხანში 75 წელი შეგისრულდებათ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
"უნდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში პირველად ამ საკითხმა დამაფიქრა. დანარჩენი დაბადების დღეები მარტივად გავატარე. საკუთარ ცხოვრებად დამაკმაყოფილებლად ვუყურებ, რაც მნიშვნელოვანია".

რას იტყვით დღევანდელ ბაიერნზე?
"კლუბს თვალს დიდი სიმშვიდით ვადევნებ. მიმართულება განსაზღვრულია. 60-ანი წლების დასაწყისიდან მხოლოდ წინ მივიწეოდით. რა თქმა უნდა, ადგილი წარუმატებლობას და მტკივნეულ მარცხებსაც ჰქონდა. მაგრამ აქვს მაგას მნიშვნელობა? კლუბი ყოველთვის ფეხზე დგებოდა და წარმატების უნიკალურ ისტორიას ასახავს. ყველანი ამით ამაყები უნდა ვიყოთ. კორონავირუსმაც ვერაფერი შეცვალა. ბაიერნმა სტაბილურობა მაინც შეინარჩუნა".

ბაიერნმა ზედიზედ მერვე ჩემპიონის ტიტული მოიგო. ისტორიაში მეორე ტრიპლეტი მოიპოვა. როგორ ახსნით გუნდის ამ წარმატებების მიმართ წყურვილს?
"ადრე ამბობდნენ, რომ 2-3 ჩემპიონატის მოგების შემდეგ შემადგენლობის გადახალისება იყო საჭირო. მაგრამ ახლა ფეხბურთელები საქმეს უფრო პროფესიონალურად უდგებიან. ზედიზედ 8 მოგებული ჩემპიონატი მენტალიტეტის და ნებისყოფის ნიშანია. მე მხოლოდ კომპლიმენტების გამოთქმა დამრჩა. შესანიშნავია. მე არ ვფიქრობ, რომ ბიჭებს ეს ყველაფერი მოსწყინდათ. ტრიპლეტი სტიმულს მისცემთ".

რას იტყვით გუნდის კომპლექტაციის პრინციპზე?
"კანი, სალიჰამიჯიჩი ჰაინერთან ერთად წარმატებულად თანამშრომლობენ. ისინი ნათლად დემონსტრირებენ იმას, რომ მზად არიან ჰიონესის და რუმენიგეს გზის გაგრძელებას. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. იგივე სტილით იმუშავებენ. ხალისიანად და 100%-ით დაიხარჯებიან. ამაში ეჭვი არ მეპარება. ამაზე უკეთესი და წარმატებული დასაწყისი ვერც ექნებოდათ"


08-09-2020