სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები ზანეს ინტერვიუდან

რას უნდა ელოდონ შენგან გულშემატკივრები?
"მათთვის აღფრთხოვანების შესაძლებლობის ჩუქება მსურს. ყოველ მატჩში საუკეთესო თამაშის დემონსტრირება ჩემთვის დასახული გეგმაა. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი გამარჯვების და ტიტულების მოპოვება მსურს. პროგრესირება, გამარჯვებების მიმართ წყურვილი და არასდროს დანებება ჩემთვის მთავარი მიზნებია".

რას ნიშნავს შენთვის მომდევნო ნაბიჯის გადადგმა?
"მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს კლუბში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მსურს. გერმანიაში ჯერ ტიტულები არ მომიგია" (იცინის).


რას ნიშნავს შენთვის 10 ნომერი? შენამდე ამ ნომერს ჰიონესი, მათეუსი და რობენი ატარებდნენ. ამას დიდი ტრადიცია აქვს. ეს შენთვის ზეწოლა თუ სტიმული იქნება?
"ზეწოლას კარგად ვუმკლავდები. ისტერიკა არ მემართება. ამ ნომერს დიდი ისტორია აქვს. მას უდიდესი ფეხბურთელები ატარებდნენ. ეს ჩემთვის პატივია. 10-ანი სპეციალურად ავარჩიე, ამით მსურს ვთქვა, რომ პასუხისმგებლობის აღება შემიძლია. ბაიერნში დიდ მიზნებს ვისახავ. მსურს დავამტკიცო, რომ ჩემზე დაყრდნობა შეიძლება".


07-09-2020