სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

ერთა ლიგის მეორე ტურში გერმანიის ნაკრები გასვლაზე შვეიცარიასთან ფრეს დასჯერდა - 1:1. ნიკლას ზულე და ლეროი ზანე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ. ზანემ მატჩის პირველი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოახერხა. შესვენებაზე ლეროი გამოცვალეს, 62-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე ზულეც გადაინაცვლა.

მადრიდში ესპანეთის ნაკრებმა უკრაინელები გაანადგურა - 4:0. ტიაგომ სრული მატჩი ჩაატარა. ბაიერნის ნახევარმცველმა მშვენიერი თამაში აჩვენა.

შაბათს ხორვატია გასვლაზე პორტუგალიასთან დამარცხდა - 1:4. მინდორზე პერიშიჩი 62-ე წუთზე გამოვიდა. სამშაბათს პარიზში ხორვატები საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

თავის მხრივ ფრანგებმა სტოქჰოლმში შვედეთს ანგარიშით 1:0 მოუგეს. ლიუკა ერნანდეზი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.


07-09-2020