სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო

პირველი სახიფათო მომენტი ზანემ შექმნა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ზომერმა ბურთი დაიჭირა.

მე-14 წუთზე გუნდოგანმა ანგარიში გახსნა! ილქაიმა დაბალი დარტყმით ზომერისგან ახლო კუთხე დალაშქრა, 0:1!


17' რუდიგერის თავური დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა.

26' ლენომ ნაკრები გადაარჩინა. ახლო დუელში მეკარემ მეტოქეს დარტყმა ფეხით მოიგერია.


30' ზომერმა დრაქსლერის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე ზანე იყო, მაგრამ მასზე ოფსაიდი დაფიქსირდა.

ტაიმის მიწურულს ზეფეროვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა.


52' მომენტი დრაქსლერს ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა დარტყმის განეიტრალება მოახერხა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

58' შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

მეორე ტაიმი ნაკრებმა ჩააგდო, მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა.






07-09-2020