სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები რუმენიგეს ინტერვიუდან

ბატონო რუმენიგე, ბაიერნი - ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა. რა გრძნობთ ამის შესახებ?
"სიმღერა "Feels like Heaven"-ი ჩვენს მიერ ჩატარებულ სეზონს ძალიან მოუხდებოდა. ნოემბრის თვეში ჩემპიონატში მხოლოდ მე-7 ადგილზე ვიმყოფებოდით, შემდეგ ფლიქი მოვიდა და წარმატებების გზას დავუბრუნდით. ახლა ვერ ვიტყვი, რომ მომდევნო სეზონში ტრიპლეტის გამეორება გვმართებს. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება მხოლოდ რეალმა შეძლო, რაც ძალიან რთულია. მაგრამ ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა გვყავს. წარმატებების მიღწევას კიდევ შევძლებთ".

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ იოზუა კიმიხი დაუმარცხებლობის სტატუსზე ილაპარაკა.
"როდესაც გუნდს 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ამაზე საუბრის საფუძველი არის. ლისაბონის ფინალის შემდეგ გუნდში ეიფორია სუფევს, მაგრამ დრო ადგილზე არ გაჩერებულა. ახალი სეზონიდან ყველაფერი ახლიდან დაიწყება. ძალიან გრძელი და სტრესებით სავსე სეზონი იქნება, რომელიც უამრავ "ინგლისურ" კვირას შეიცავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა არ გადაიღალონ".

ვცრელდება ჭორები, რომ ჰანზი ფლიქს უამრავი კლუბისგან შემოთავაზებები აქვს?
"ვიცით და ამის გამო უკვე დაღლას ვგრძნობთ. მაგრამ მწვრთნელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. არამგონია, რომ ვინმეს სურდეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რიგების დატოვება? ბაიერნი მსოფლიო დონის ბრენდია. ყველა ფეხბურთელისთვის ეს ცნობილია".

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე თქვენ ჰანზი ფლიქთან მიხვედით. რა უთხარით მას?
"მხოლოდ ერთი სიტყვა - "Danke!". ამ წარმატების მთავარი გმირი ყველასთვის ცნობილია. ამ მწვრთნელმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, მაგრამ ამავდროულად მოკრძალებულად იქცევა".


04-09-2020