სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზულემ და ზანემ ნაკრებში დაბრუნება იზეიმეს

ერთა ლიგის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან ფრე ანგარიშით 1:1 ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში 3 ბაიერნელი გამოვიდა: ზულე, ზანე და ტიაგო. შეგახსენებთ, რომ ორივე გერმანელმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმების შემდეგ ნაკრებში დაბრუნება იზეიმა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში ვერნერმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ესპანელებმა ბოლო წუთებზე ბურთი შეაგდეს და შტუტგარტიდან ქულა წამოიღეს.

"გრძელი სეზონის შემდეგ ყველაფრის ახლიდან დაწყება რთულია. საერთო ჯამში არც ისე ცუდი თამაში ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, მატჩის მიწურულს გოლის გაშვება ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ნორმალური დონის თამაში ვაჩვენეთ", თქვა ლეროი ზანემ.


04-09-2020