სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრებმა ესპანეთთან ფრე ითამაშა

მატჩი ნელ ტემპით დაიწყო. გუნდები ბურთს აგორავებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი თილო კერერს ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

თითქმის ეგრევე დაცვის ხაზმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ტრაპმა მანშაფთი გადაარჩინა.

18' საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, დე ჰეამ დარტყმა მოიგერია.


23' ტრაპმა ნაკრები ისევ გადაარჩინა, ახლა უკვე ბუსკეტსის დარტყმის შემდეგ.


ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. თამაშის ტემპი საკმაოდ დაეცა.


50-ე წუთზე ვერნერმა ანგარიში გახსნა, 1:0. დე ჰეა უძლური აღმოჩნდა.

61' ანგარიში უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ზანემ და ვერნერმა მომენტი ვერ გამოიყენეს.

70' ტიაგომ საშუალო დისტანციიდან კარგი დარტყმა განახორციელა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

71' კროოსმა გაისროლა, დე ჰეამ ბურთი დაიჭირა.

76 ზულეს თავური მეკარემ კუთხურზე მოიგერია, რომლის ჩაწოდების შემდეგ ნაკრებმა დივიდენტები ვერ გამოიტანა.

87' კარგი მომენტი რუდიგერს ჰქონდა, მაგრამ ახლო დისტანციიდან მისი თავური კარებს ასცდა.

ესპანელებმა ბოლო წამებზე ანგარიში გაათანაბრეს, 1:1...


ნაკრებებმა ქულები გაჰყვეს...


04-09-2020