სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზულე: ერთა ლიგის მოგება გვსურს

"ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ნაკრები მომენატრა. აქ ბევრი მშვენიერი ფეხბურთელი გამოდის. ერთა ლიგის მოგება გვსურს. ევროპის ჩემპიონატის წინ ეს ტურნირი ჩვენთვის მოსამზადებელი პროცესის მთავარი ნაწილი იქნება. ყველა მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. მომდევნო ზაფხულისთვის საუკეთესო კონდიციების შენარჩუნება გვმართებს. ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების რიცხვს მიეკუთვნება. ეს ეჭვს არ იწვევს. შემადგენლობაში უამრავი მშვენიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იქნება. დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ჩვენს ნაკრებს ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია. საბრძოლველად მზად ვართ. თავის მხრივ პასუხისმგებლობის აღება შემიძლია. საუკეთესო კონდიციებში ჩადგომა შემიძლია. ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობ", აღნიშნა ნიკლას ზულემ.


02-09-2020