სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრის 7-ანი ერგო

მომდევნო სეზონიდან სერჟ გნაბრი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ვინგერის ზურგს 22 ნომერი ამშვენებდა.

გასულ სეზონში ბაიერნმა ტრიპლეტი შეასრულა. გნაბრი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში სერჟმა და ლევანდოვსკიმ ერთობლივი ძალებით 24 ბურთი შეაგდეს. გნაბრის ანგარიშზე 9 გოლი იყო. პირველ რიგში აღსანიშნავია პოკერი ტოტენჰემის კარებში და ნახევარფინალში ლიონის წინააღმდეგ შესრულებული დუბლი.

ბაიერნის ისტორიაში 7-ნომრიანი მაისური ბევრ ლეგენდას ეცვა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ამ ნომრით ფრანკ რიბერი ასპარეზობდა. ასევე 7-ანს შოლი, ფლიქი და რუმენიგე ატარებდნენ.


"მოხარული ვარ, რომ ამ ნომრით ვითამაშებ. რიბერი საკუთარი თამაშით გულშემატკივრებს აბედნიერებდა. ზუსტად ეს დიდ მოტივაციას მძენს", განაცხადა სერჟ გნაბრიმ.


01-09-2020