სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე და ჰაინერი ლევანდოვსკის და ფლიქის შესახებ

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფლიქმა და მისმა გუნდმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს. ჰანზიმ "წლის საუკეთესო მწვრთნელის" ჯილდო დაიმსახურა. მას ბაიერნის დნმ-ი გააჩნია. სათამაშო კარიერის დროს ფლიქმა გუნდთან ერთად ტიტულები მოიპოვა. მას წარმატებების წყურია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კიდევ უამრავ დადებით ემოციას მივიღებთ. რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნში ჩატარებული წლების შემდეგ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი გახდა. მსოფლიოს დონის თავდასხმელის თვისებებს ფლობს. ბაიერნთან ერთად პროგრესი განიცადა, რაც სხვა მოთამაშეებისთვის ნათელი მაგალითი უნდა გახდეს. რობერტი ჩვენი წარმატებების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. აბსოლუტური პროფესიონალია, რომელიც ბაიერნის იმიჯთან მშვენივრად შეეხამება. კლუბის რიგებში კიდევ ბევრ წელს ჩაატარებს და უამრავ ბურთს გაიტანს", განაცხადა ჰერბერტ ჰაინერმა.


"მოხარულები ვართ, რომ ჰანზი ფლიქი და რობერტ ლევანდოვსკი წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გახდნენ. გუნდის ნათელი მაგალითები არიან. სეზონის განმავლობაში ბაიერნმა სენსაციურად იშრომა. ფლიქმა ყველაფერი მშვენივრად შეასრულა. მან გუნდი შექმნა, რომელმაც კლუბის ისტორიაში მეორე ტრიპლეტი შეასრულა. ფლიქი ისტორიაში შევიდა. რობერტმა კარიერის საუკეთესო კონდიციები აკრიფა. გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არა მხოლოდ მისი სტატისტიკით, არამედ მისი სათამაშო სტილით არიან. მან განვითარება განაგრძო და თანამედროვე თავდასხმელებისთვის ახალი კრიტერიუმები გაამწესა. ასევე მიულერს და კიმიხსაც ულოცავ, რომლებმაც გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაოც ბაიერნის საკუთრება გახდა. ეს წარმატება უნიკალური და მშვენიერია", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


01-09-2020