სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

გასული სეზონი ჰანზი ფლიქისთვის შთამბეჭდავი გამოდგა. 55 წლის სპეციალისტმა ბაიერნთან ერთად გერმანიის თასი, გერმანიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჰანზი ფლიქი გერმანიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

Kicker-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ბაიერნის მწვრთნელმა 223 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე იურგენ კლოპი გავიდა. სამეულში ასევე კრისტიან შტრაიჰიც შევიდა.

"ჯილდო მთელ ჩემს სამწვრთნელო შტაბს ეკუთვნის", გააკეთა მოკლე კომენტარი 55 წლის სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ ფლიქი ბაიერნის სათავეში ნოემბრის თვეში ჩადგა.

30 მატჩის განმავლობაში ბაიერნს მარცხი არ უწვნია: 29 გამარჯვება და ფრე. მოგებათა სერია 21 შეხვედრას შეიცავს, რაც გერმანული ფეხბურთის რეკორდია.

ჰანზი ფლიქი მეექვსე მწვრთნელია, რომელმაც ტრიპლეტი მოიპოვა. გასულ წლებში ანალოგიურ შედეგს ალექს ფერგიუსონი, პეპ გუარდიოლა, ჟოზე მოურინიო, იუპ ჰაინკესი და ლუის ენრიკე მიაღწიეს.

სამწვრთნელო კარიერაში ფლიქისთვის ეს პირველი დიდი პერსონალური ჯილდოა, რაც ბაიერნთან ერთად ფანტასტიური სეზონის კულმინაცია აღმოჩნდა.


31-08-2020