სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

რობერტ ლევანდოვსკი გერმანიაში 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. Kicker-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს, პოლონელმა 276 ხმა დააგროვა. მეორე ადგილზე თომას მიულერი გავიდა (54 ხმა). სამეულში ასევე იოზუა კიმიხი შევიდა (49 ხმა).


ლევანდოვსკიმ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომელშიც ბაიერნთან ერთად ტრიპლეტი შეასრუ ლა. პოლონელმა საერთო ჯამში 55 ბურთი შეაგდრო და ყველა ტურნირში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


ძალიან ამაყი ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველწლიურად ჩემგან ძალიან ბევრს ელიან და მე ვცდილობ ამ მოლოდინების შესრულებას. საკუთარი და გუნდის თამაშისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. შიდა და გარე არენაზე მშვენივრას გამოვედით", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.

"სენსაციური სეზონი ჩაატარა", გააკეთა მოკლე კომენტარი კარლ-ჰაინც რუმენიგემ. "ფეხბურთელების გამოყოფა არ მიყვარს, მაგრამ რობერტი ბომბარდირი გახდა. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასევე ეს ყველა ჩვენს მოთამაშესაც ეხება", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


30-08-2020