სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები სტარტით კმაყოფილები არიან

"წარმატებული სტარტისთვის გუნდს მადლობას ვუხდი. თქვენ კარგად ითამაშეთ და სოლიდურად გამოიყურებოდით', აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ბაიერნი ყოველთვის უმაღლესი დონის გუნდი იყო, რომელიც შეხვედრებს ყოველთვის იგებდა. მაგრამ ამის მიღწევა მარტივი საქმე არ იყო. ჯერ ყოველთვის მატჩის გამართვა არის საჭირო. ლისაბონში რთული სამუშაო ჩავატარეთ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

"მომენტების ეფექტურად გამოყენებაზე ბევრი შრომა გვმართებს", თქვა მატს ჰუმელსმა.

"ფეხბურთის თამაშის მომხრე გუნდებთან დაპირისპირება მიყვარს. მეტოქეები რისკზე მიდიან, რაც ჩვენ თავისუფალი ზონების გამოყენების საშუალება გვეძლევა", დაამატა იოზუა კიმიხმა.

"პირველ მატჩში გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრევე წნეხის ქვეშ ექცევი. ჯგუფიდან გასვლა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიფორმოთ", აღნიშნა არიენ რობენმა.

"საკუთარი თამაშით კმაყოფილები ვართ. მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს, რადგანაც წინ დიდი მიზნები გვაქვს დასახული", განაცხადა მანუელ ნოიერმა.

"ჩემპიონთა ლიგა მარტივი ტურნირი არ არის. ბენფიკამ ცხოვრება საკმაოდ გაგვირთულა", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


20-09-2018